„ირანი აწვდის რუსებს დრონებს, აწვდის უკრაინელების მკვლელობას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს „კამიკაძე დრონებით” არ ამარაგებს. ამის შესახებ ზელენსკიმ CTV-სთან და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ირანი აწვდის რუსებს დრონებს, აწვდის უკრაინელების მკვლელობას, ეს მათი შეთანხმებაა ფულის სანაცვლოდ. აი ასეთ სისხლიან ფულს გამოიმუშავებს ირანი. ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და კლავენ ახლაც. არა ერთო, არა ორი ან ხუთი, არამედ ასობით.. ჩვენ ვიცით, რომ შეთანხმებები და შეკვეთები არსებობს ათასობით დრონზე, თუმცა ასობით ნამდვილად უკვე გადასცეს რუსებს. მათი დაჯერება არ შეიძლება. შეიძლება თავიან საზოგადოებას უთხრან, რომ არაფერი გაუყიდიათ, მაგრამ ეს ტყუილია. ისინი კლავენ ჩვენ ხალხს” – აცხადებს ზელენსკი.