სროლა მარნეულში – დაჭრილია 1 პირი

მარნეულის სოფელ ყიზილჰაჭლში სროლა მოხდა. უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მეორეს მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა – ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული საკუთარი მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.