თბილისში ისევ „საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკში ნიღბიანი, სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

ცნობილია, რომ მძევლები და დაშავებულები არ არიან.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.