„ევროპარლამენტარები კატეგორიულად მთხოვენ შევწყვიტო შიმშილობა” – მიხეილ სააკაშვილი

„ევროპარლამენტარები კატეგორიულად მთხოვენ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს” – გიორგი ჩალაძის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედიდიდან” გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.
მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის განხილვებში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია” – წერს მიხეილ სააკაშვილი.