მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად ორგანიზებული კომედია იყო – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. გახარიას თქმით, სააკაშვილის საქართელოში ჩამოსვლა კარგად ორგანიზებული კომედია იყო.

,,სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. ეს ყველაფერი გადაივლის და ქართველი ამომრჩეველი დაფიქრდება ეს როგორ ხდებოდა. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნასვ იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ, – განაცხადა გახარიამ.