კახა კუჭავა – ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგ ქალაქში მეორე ტურია

ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ პირველ ტურში ჩვენ მიერ 47 %-ის აღება და პირველივე ტურში კახა კალაძის საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგ ქალაქში მეორე ტურია“. – განაცხადა კახა კუჭავამ.