რუსთავში ახლად დამონტაჟებული საახალწლო განათებები ჩამოიშალა

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე საახალწლო განათების მცირე ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

შემთხვევის გამო ხიდზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ავტომობილების გადაადგილებას არეგულირებს.