„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკმა ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით” – წერს სუნაკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, რიში სუნაკი 25 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. 42 წლის რიში სუნაკი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 44 დღის შემდეგ 20 ოქტომბერს გადადგა. მისი თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.