ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ნახევარძმამ მოკლა

 

კახეთში 35 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ნახევარძმამ მოკლა. მკვლელობა, წუხელ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას primetime.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. დაჭრილია ძმაც.