რუსეთში ლგბტქ თემის წარმომადგენლებისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა

ლგბტქ თემის წარმომადგენლებს რუსეთში ახალი შეზღუდვები დაუწესდათ. სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „ლგბტქ პროპაგანდას”, თემის საკითხების მედიით გაშუქებას და რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.

კანონპროექტის მიხედვით, რუსეთში თემატიკური ფილმები, წიგნები თუ სხვა სახის საშუალებები რომლებიც მიჩნეულ იქნება, როგორც პროპაგანდის წყარო აიკრძალება.