პოლონეთის ერთ-ერთ საწარმოში ქართველი მამაკაცი დაიღუპა

პოლონეთში, ერთ-ერთ საწარმოში ქართველი მამაკაცი დაიღუპა. „გურია ნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ოზურგეთის მკვიდრია.

როგორც წყარო გვიყვება, 43 წლამდე მამაკაცი სამსახურში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

როდის გადმოასვენებენ ცხედარს სამშობლოში ამ დროისთვის უცნობია.