რუსთავის მერის მოადგილემ და ადმინისტრაციის უფროსმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტენდი გაიტაცეს

რუსთავის მერის მოადგილემ და ადმინისტრაციის უფროსმა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილი სტენდი გაიტაცეს. ინფორმაციას „რუსთავი ენმ” ავრცელებს.

სტენდზე ქალაქში არსებული რეალობის ამსახველი ფოტოები იყო გამოკრული, რის გამოც ფრაქციის სტენდი მერიის მაღალჩინოსნების სამიზნე არაერთხელ გახდა.

„რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამზადებულ სტენდზე ნადირობა გამოაცხადა.

Თუ აქამდე ეჭვი და ინფორმაცია არსებობდა, რომ პრობლემებით დასურათებული სტენდი მერიის მაღალჩინოსნებმა დააზიანეს, ახლა უკვე არსებობს უტყუარი ფაქტები მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა და ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ მიზაშვლმა როგორ გაიტაცეს ფრაქციის სტენდი.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს სტენდის გატაცების პროცესში ჩართული ყველა პირის დასჯას” – წერია ინფორმაციაში.