ივანიშვილის კეთილ საქმეებზე წიგნებია გამოცემული – კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ „კეთილ საქმეებზე” ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიგარქის „ქველმოქმედებაზე” წიგნებიც კი არის დაწერილი.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი.” – განაცხადა კალაძემ.