650 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 72 470 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 1 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 698 (+12), ჯავშანტექნიკა – 5 501 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 730 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 383 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 197 (+0), თვითმფრინავი – 276 (+1), ვერტმფრენები – 257 (+4), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1415 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 397 (+45), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 143 (+15), სპეციალური ტექნიკა – 154 (+0).