ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით დაჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.