მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო – სასამართლოზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმენენ

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სასამართლო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავდა. სხდომას ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, მიზეზად კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი თანახმაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინოს.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არყოფნის გამო სხდომა გადადო, რადგანაც მის გარეშე ადვოკატებს მტკიცებულებების გამოკვლევა არ სურდათ.

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.