ეგვიპტეში ბლოგერი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააპატიმრეს

ეგვიპტელი ბლოგერი, ვეილ აბასი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა, „ცრუ ამბების გავრცელებისა და უკანონო ჯგუფებში გაწევრიანების გამო“ დააპატიმრეს. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

უზენაესმა სასამართლომ მას 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციამ ის კაიროში, საკუთარ სახლში დააკავა.

ბლოგერი ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობისას და მისი გადადგომის შემდეგ, ეგვიპტეში ადამიანთა წამებას აკრიტიკებდა. მუბარაქი ეგვიპტის მეოთხე პრეზიდენტი იყო და ის ქვეყანას 1981–2011 წლებში მართავდა. 2011 წლის ამბოხების შემდეგ მას გადადგომა მოუწია, თუმცა დღემდე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა ეგვიპტეში.

ბოლო დროს ბლოგერთან ერთად არაერთი აქტივისტი დააკავეს. დაპატიმრებების სერია ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის არჩევნების შემდეგ, აბდელ ფათაჰ ას-სისმაპრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ცნობისთვის, ის ერთ-ერთი პირველი იყო იმ ლიდერთა შორის, რომელთაც მარტში ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.