„რიყის დოქებს“ შესაძლოა ახალი მფლობელი გამოუჩნდეს

ევროპის მოედანზე მდებარე  ე.წ. „რიყის დოქებს“,  რომლის მშენებლობაც 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გააჟღერა.

„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„რიყის დოქების“ ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა.