„მინდა ბოდიში მოვუხადო გვირგვლიანის მამას და რობაქიძის დედას“ – აქცია ვაკის პარკში

ვაკის პარკში აქცია – „“აღსდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე”  დაიწყო. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, მაგრამ ემიჯნებიან პოლიტიკურ მოთხოვნებს.

აქციაზე გამოვიდა შაკო კუჭაშვილი, რომელიც დღემდე რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი წამყვანი იყ. მან ბოდიში მოუხადა გვირგვლიანის მამას და რობაქიძის დედას.

-ბოდიში მინდა მოვუხადო გვირგვლიანის მამას და რობაქიძის დედას.  მე გადავწყვიტე, გავმიჯნვოდი “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს. ის განცხადებები, რაც იქ კეთდება, ჩემთვის არ არის მისაღები. მე არ მინდა, ვასოცირდებოდე სისტემასთან. სისტემა უნდა დაინგრეს, მაგრამ არა სისტემით. ” – განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.