გვარამიას სამედიცინო ექსპერტიზა რესპუბლიკურ სავადმყოფოში უტარდება

რუსთავი 2-ის დირექტორს სამედიცინო ექსპერტიზა რესპუბლიკურ სავადმყოფოში უტარდება. გვარამია ექსპერტიზაზე სამართალდამცველების მოთხოვნით, სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ მივიდა.

სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად იმყოფება ასევე მისი მეგობარი დათო დოიაშვილი, რომელიც თავდასხმისას ნიკა გვარამიასთან ერთად იმყოფებოდა.

დაკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ კი განაცხადა, რომ არ აპირებს დამნაშავესთან კომუნიკაციას და შერიგებას.

-“ის არ იყო მარტო, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, იქ იყო 2 ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს.

შსს ოპერატიულად და კეთილსინდისიერად იქცევა. ერთადერთი, რაც დარჩა, არის დამნაშავის დაკავება. დამნაშავესთან შერიგებას ან კომუნიკაციას არ ვაპირებ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ნიკა გვარამიას თავს რესტორან დაინინგ რუმში დაესხნენ.  ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, დაიწყო,  რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება