75 000-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 75 440 (+600) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 5 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 758 (+8), ჯავშანტექნიკა – 5 601 (+21), საარტილერიო სისტემები – 1 776 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 391 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 202 (+1), თვითმფრინავი – 277 (+0), ვერტმფრენები – 260 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1462 (+12), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+2), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 184 (+10), სპეციალური ტექნიკა – 155 (+0).