უკრაინაში მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინაში მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ამ ომის ლოგიკა არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების მოწყობა. მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნებისგან უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება უკვე არაერთხელ მოითხოვა.