ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ, ავაშენებთ თქვენ სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს – შარლ მიშელი უკრაინას

დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ვარშავაში მიმდინარეობს, სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა. მან უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა:

„რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე სოლიდარობის ფონდის იდეა. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ფონდი და ამ გზით დაგვემტკიცებინა ჩვენი და ჩვენი დონორების ერთგულება უკრაინისადამი.

ჩვენ ფოკუსირებული ვართ ახლა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე და მის რეკონსტრუქციაზე, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ. ჩვენ ავაშენებთ თქვენ სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის ხანგრძლივვადიანი ხედვა, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს.

სოლიდარობის ნდობის ფონდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჯერა უკრაინის და ერთად ავაშენეთ მოდერნიზებულ და წარმატებულ ქვეყანას. სოლიდარობის ნდობის ფონდი კი იქნება საწყისი ევროპის მარშალის ფონდის,”- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.