ალიევმა რუსი ბლოგერი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალიევმა რუსი ბლოგერი ალექსანდრე ლაპშინი შეიწყალა. ბლოგერს, რომელიც რუსეთის და იზრაელის მოქალაქეა აზერბაიჯანის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბლოგერი მთიან ყარაბახში არაერთი ვიზიტისთვის გაასამართლეს. სწორედ ამისთვის ის 2011 წლიდან შავ სიაში იმყოფებოდა.

მოხდება თუ არა მისი ექსტრადაცია რუსეთში ამ დრომდე უცნობია. ამ კითხვას თავს არიდებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც.