თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ცხედარი იპოვეს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.

შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.