კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – ნახეთ IRI-ის მონაცემები

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) მორიგი კვლევის მონაცემებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე: ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას ? – პროცენტული მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 25%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 12%

საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 3%

გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%

სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2%

დროა – ელენე ხოშტარია – 2%

ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი – 2%

ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%

გირჩი – 2%

პატრიოტთა ალიანსი – დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი – 2%

ლელო – 1%

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%

კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%

სხვები – 2%

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%

ხმას არ მივცემდი – 6%

არ ვიცი – 16%

უარი პასუხზე – 7%

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.