ზურა ხაჩიძე ოლიგარქისთვის დღეში 3-ჯერ მადლობის გადახდის ინიციატივით გამოდის

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ, „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ პრორუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დღეში სამჯერ, დილას, შუადღეს და საღამოს, მადლობა უნდა გადავუხადოთ.

„მე ვფიქრობ, რომ სანქციები კი არ უნდა დავუწესოთ ბიძინა ივანიშვილს, დილას, საღამოს და შუადღეს, ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ იმიტომ რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენს ქვეყანაში სიმშვდის გარანტი. სიმშვიდის გარანტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ვერ აიტანს ომს კიდევ , ოკუპირებას კიდევ, რაღაცა არეულობას, ქაოსს და აშ. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და თუ საჭირო გახდა პირდაპირ გეტყვით ბევრი რომ არ ვილაპარაკო, არ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს თორემ მთელი ქვეყანა გამოვა მის დასაცავად” – განაცხადა ხაჩიძემ.

როგორც ჩანს, ხაჩიძემ „ივანიშვილის გულის მოგების” კამპანიაში პირველობის მოსაპოვებლად, ბრძოლა ამ გზით გადაწყვიტა.