ანა ბუჩუკური: „ტყუილია, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისმის მხოლოდ კრიტიკა და არანაირ კონკრეტულ პრობლემაზე და ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა“

„ტყუილია, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისმის მხოლოდ კრიტიკა და არანაირ კონკრეტულ პრობლემაზე და ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა,” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, პარტიამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხმიანებოდა ერთი მხრივ, 19 აპრილის შეთანხმებას.

„ჯერ კიდევ ივლისის თვეში, ჩვენმა გუნდმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ეხმიანებოდა ერთი მხრივ, 19 აპრილის შეთანხმებას და მეორე მხრივ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებას – რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმირებას უკავშირდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო ხელისუფლების, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი რგოლი, სადაც დღეს სრულად არის კონცენტრირებული ძალაუფლება. ჩვენი წარდგენილი კანონპროექტი სწორედ იმისთვის არის გამიზნული, რომ ეს ჭარბი ძალაუფლება დაბალანსებული იქნას“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უფრაქციო პარლამენტის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაც მათ შორის, რეფორმების ნაწილში სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას უკავშირდებოდა თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი შეასრულა პირნათლად.

„ ქართულმა ოცნებამ, გაათავისუფლა ბრალდებული ნიკანორ მელია, ადამიანი, რომელიც კონსტიტუციურ ინსტიტუტზე ძალადობრივი შტურმის ორგანიზებაში იყო ბრალდებული და მას მიანიჭა პოლიტიკური იმუნიტეტი. ძალიან უხერხულია როდესაც „ქართული ოცნება“ თვლის რომ მა ამ ტრიბუნების გამოყენება შეუძლია ტყუილებისთვის“, განაცხადა ანა ბუჩუკურმა.