„ეს ჩვენი რეალობაა და თვალი გაუსწორეთ, იმოქმედე, მთავრობა!“

ზაზა მჟავია

-“1 700 000 ქართველი გასულია საქართველოს ფარგლებს გარეთ უცხოეთში და უმეტესობა ნებაყოფლობით მონობაში იმყოფება, ხალხის უმეტესი ნაწილი საქართველოში შიმშილობს, ნახევარზე მეტი ბანკის ვალებით ფსიქოზის საშიშიროების წინაშე დგას, საროსკიპოებმა და მეძავთა ბირჟებმა წალეკა ყველაფერი, საგარეო ვექტორი არ გაგვაჩნია, სახელმწიფოს საზღვრები მოუწესრიგებელია, დემარკაცია მაქვს მხედველობაში, შიდა პოლიტიკა და ეკონომიკა არც გვაქვს და არც სტრატეგია გაგვაჩნია, საუბედუროდ არც პოლიტიკოსები გვყავს, რომლებსაც ექნებათ გეგმა ახალი მსოფლიო წესრიგის თამაშს ფეხი აუწყოს ქვეყანამ და თავისი ღირსეული ნიშა დაიკავოს საერთაშორისო არენაზე…

…შიდა პრობლემებზე აღარ ვლაპარაკობ, უმუშევრობა, ლარის კურსი, ეკონომიკური სიდუხჭირე და ასე შემდეგ….

მივმართავ ხელისუფლებას, უახლოეს ხანებში დადეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების გეგმა და რეალური დასკვნები… მსოფლიო პოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და საქართველოს მნიშვნელობა და მისი ადგილი დაგვანახეთ ამ სივრცეში…ამასთანავე თქვენ თუ დაგავიწყდათ წინა საარჩევნო დაპირებები, ჩვენ გვახსოვს …ასე რომ…. დროზე იმოქმედეთ, დრო საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს… კატასტროფული სისწრაფით იცვლება მოვლენები..დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთანაც და საქართველოს ინტერესებს თუ დასჭირდება… მარსიანელებთანაც…

ეს ჩვენი რეალობაა და მოქმედებაა საჭირო! “რევერანსების” დრო აღარ გვაქვს, იმოქმედე, მთავრობა!”

კომენტარის დატოვება