“საზღვრისპირა სოფლებში ხალხს დაცვა სჭირდებათ!”

ხათუნა იარდალაშვილი

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

-“ვეხმაურები სტატიას ,,სოხუმში სირიელი ხალხის და რუსეთის სირიაში განხორციელებული ქმედებების მხარდასჭერი აქცია გაიმართა,,

იხილეთ ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93/

რა თქმა უნდა ტერორიზმს ჩვენც ვეუბნებით ,,არას!,, მე ვფიქრობ, რომ გლობალური უსფრთხოების დაცვა მართლაც არის ერთ-ერთი დამცავი საშუალება ტერორიზმისგან,მაგრამ ეს ხდება სირიელი ხალხის მხარდასაჭერად აფხაზეთში, საქართველოს ნაწილში სწორედ მაშინ, როცა ის ოკუპიებულია და ხდება ასევე იმ სახელმწიფოს ქმედების მხარდასაჭერად, რომელიც აგრესორია და თავადაა ტერორისტი! ჩემი აზრით ურიგო არ იქნება თუ რაიმე გარკვეული უსაფრთხოების ზომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იქნება და ასე ხშირად არ მოხდება საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის დაკავება და მათი გათავისუფლება გირაოს სახით.იქნებ ამაზეც ეფიქრათ,საქართველოც მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა ნაწილია და საზღვრისპირა სოფლებშიც სჭირდებათ ხალხს დაცვა.იმედია,რომ მიღებული იქნება რაიმე დამცავი საშუალება.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია,რომ აფხაზეთში ამოქმედდა კანონი ,რომლის თანახმად გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა! ნუთუ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში ეს იგულისხმება ,რომ გალში 25 რუსული სამხედრო საგუშაგო გაიხსნას და ხალხს ერთმანეთთან მიმოსვლის საშუალებაც ფაქტიურად შეეზღუდოთ?საინტერესოა ?! მე ვფიქრობ საგუშაგოების გახსნის მაგივრად ხალხს მისცენ ერთთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ეს უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ასე დააშორონ ისინი ერთმანეთს და მათ შუაში შუამავლად სამხედროები მოგვევლინონ.

დღეს არ არის დრო გაჩუმების და უმოქმედობის! დღეს თუ არ დავიწყეთ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, ხვალ ყვირილიც ფუჭი იქნება!”

კომენტარის დატოვება