ტელეკომპანია „პირველის“ მხარდასაჭერად აქცია ტარდება

მარიამ ახალკაცი

„მედიაზე ზეწოლა სირცხვილია“, ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ტელეკომპანია „პირველთან“ შეიკრიბნენ.

სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველი“ „კავკასიასთან ერთად ხელისუფლების სამიზნეა და ამ სიაში როგორც ჩანს ასევე მოხვდა „რუსთავი 2“.

მისივე თქმით, ახალი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი კრიტიკულ მედიას ებრძვის.

არხის მხარდამჭერ აქიაზე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამაც.

„ეს უკავშირდება თავისუფალი მედიასაშუალებების წინააღმდეგ შტურმს, რადგან 2020 წლის არჩევნები მოდის. არავის ვთხოვთ შეღავათებს, უბრალოდ გადავადებაზე იყო საუბარი“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

აქციაზე მყოფმა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ უსამართლობის განცდა, რომელიც „კავკასიასა“ და „ტელეკომპანია“ პირველს შეეხო, უკურეაქციას გამოიწვევს.