ვაქცინაცია აუცილებელი და სავალდებულოა, რომელიც ადამიანს ვირუსისგან იცავს

მარიამ ახალკაცი

კლინიკებში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მომართვიანობამ იმატა და ხშირ შემთხვევაში, ადგილი არ აქვთ. ექიმების თქმით, ვირუსი მაღალი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ნაკლებად ახასიათებს გართულება. გრიპით დაავადებულ პაციენტებს ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ.

„პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. ეს გახლავთ სეზონი, როდესაც ყველასთვის იმატებს მწვავე-რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ახლა ვირუსების უმეტესობა B გრიპის ვირუსია. B გრიპი მძიმე რესპირატორული ინფექციაა მაგრამ A-სთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინაცია აუცილებელი და სავალდებულოა, რომელიც ადამიანს ვირუსისგან იცავს,“ – განაცხადა ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ვირუსები კი სეზონზე ყველა ქვეყანაშია და საქართველოც გადაიტანს.