,,სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” კახა კალაძე მთავარი არხის ჟურნალისტს

მარიამ ახალკაცი

“სიგრძეც და სიგანეც ნაცებს გეყოფათ” — ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს, საახალწლო ნაძვის ხის შესახებ კითხვის დასმისას.

ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არის საახალწლო ნაძვის ხეზე ტოტების სიმცირე და რამდენად სწორად იყო შევსებული სატენდერო პირობები. რაზეც თბილისის მერმა მოუწოდა, რომ გაერთონ, რადგან ახალი წელია.

“ისიამოვნეთ, თან თქვენ ახლა გჭირდებათ სიამოვნება…” — განაცხადა კალაძემ.