მამუკა ხაზარაძე: თებერვალში იწურება ვადა – ან საბოლოოდ გაგვიუქმებენ მანდატებს, ან უნდა გაიმართოს ე.წ. მეხუთე რაუნდი

თებერვალში იწურება ვადა, ჩვენ ან გაგვიუქმებენ საბოლოოდ მანდატებს, რაზეც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავწერეთ განცხადებები, ან თებერვლამდე უნდა შედგეს ე.წ. მეხუთე რაუნდი, რომლის ბურთი და სიმძიმის ცენტრი არის „ქართული ოცნების” მხარეს, – ამის შესახებ „ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„თუ ეს შეხვედრა არ მოხდება, მაშინ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და 51 მანდატს ან უფრო მეტს უუქმებს დეპუტატობის უფლებამოსილებას. ამ შეთხვევაში, შედეგად ვიღებთ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს, რაც ჩვენი სურვილი არ არის ნამდვილად. არაფერი ეს იქნება პრეცედენტი პირველად საქართველოს ისტორიაში, სადაც სხვადასხვა ტიპის პარტიები აღუდგნენ სიყალბეს და გაყალბებას. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. “ქართული ოცნება” საბოლოოდ ჩამოიხსნის ნიღაბს და საბოლოოდ გაკოტრდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.