ტელევიზიას მიმდინარე დავალიანება არ აქვს- იმედის იურისტი განცხადებას აკეთებს

მარიამ ახალკაცი

 

ტელეკომპანია იმედის იურისტი, ანდრო ლაშხი აცხადებს, რომ ინკასოს საფუძველი არ არსებობს, რადგან მათ ტელევიზიას მიმდინარე დავალიანება არ აქვს, ძველს კი “ბოლო თეთრამდე გადაიხდიან”. იმედის ეთერში, დღის ქრონიკაში საუბრისას იურისტმა კონკურენტი ტელევიზიების განცხადებას უპასუხა არათანაბარ პირობებზე.

ანდრო ლაშხის თქმით, ისინი ვალს 2017 წლიდან არ იხდიდნენ, თუმცა მიმდინარე გადასახადის გადახდა იმედმა სექტემბრიდან დაიწყო. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ იმედს 19 მილიონი ლარი, ხოლო მაესტროს 8 მილიონი ლარის ოდენობით გადასახადი დაუგროვდა.

“გვქონდა კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ძველ ვალზე. დღეის მდგომარეობით იმედს მიმდინარე დავალიანება არ აქვს, ბოლო თეთრამდე ვასრულებთ ვალდებულებას”, — აცხადებს იურისტი.