დაკავებულია ჰომოფობი, რომელიც ავტობუსში არასრულწლოვანს თავს დაესხა

დაკავებულია კაცი, რომელიც ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე 17 წლის ბიჭს თავს დაესხა. ინფორმაცია „ფორმულას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს ლუკა აბლოთიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხსნილი პიჯაკის გამო ავტობუსში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, კაცი მას მოკვლითაც კი დაემუქრა.