უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს ჯამბულათ ხოფერიას დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

დღეს, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ქართველი გმირი სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.

25 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართველი გმირი 1 დეკემბერს დაიღუპა.