310 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 93 390 (+310) ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 09 დეკემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 937 (+0), ჯავშანტექნიკა – 5 912 (+1), საარტილერიო სისტემები – 1 926 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 395 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 211 (+0), თვითმფრინავი – 281 (+0), ვერტმფრენები – 264 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1603 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 592 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4531 (+3), სპეციალური ტექნიკა – 164 (+0).