ესპანეთში ქართველები დააკავეს

ესპანეთის სამართალდამცავებმა 20 ქართველი დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია ქართული დაჯგუფების წევრებზე მადრიდსა და კატალონიაში დღეს გამთენიისას განხორციელდა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, დაკავებულთა შორის არის კანონიერი ქურდის, კახაბერ შუაშანაშვილის მეუღლეც. დაკავებულებს ყაჩაღობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.