გელა ბაბლუანის ფილმმა Money ბრიუსელის კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო

გელა ბაბლუანის ახალმა ფილმმა Money ფესტივალ ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო, ხოლო თავად რეჟისორი და ფილმის სცენარისტი “საუკეთესო რეჟისორის” წოდებით დაჯილდოვდა.

ფილმის პროდუსერები ბაბლუანის მიერ საფრანგეთში დაარსებული კომპანია “ლე ფილმს დე ლა სტრადა”, ასევე იუბერ კაილარი და დომინიკ ბუტონა.

“Money”-ი სამი მძარცველის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი ამბის შემდეგ იცვლება.

ფილმის პრემიერა საფრანგეთში ოქტომბერში შედგა.