სახალხო დამცველს ხვალ აირჩევენ

პარლამენტში სახალხო დამცველს ხვალ აირჩევენ. უმრავლესობის  მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის დღესვე უნდა ეყარათ კენჭი,  თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივით პარლამენტის ბიურომ კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.  პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გიორგი ფოფხაძეც წარდგება, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა” ომბუდსმენის პოსტზე წარადგინა.