კუხიანიძე ბოდიშს იხდის

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, დეპუტატის თქმით, „ამას რაღაც პროცესების შემდეგ გადაწყვეტს, ჯერ კი ეს გადაწყვეტილი არ აქვს“.

„ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ავხსნათ, რატომ მოხდა ეს. მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, მომავალზე. უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევაცალოთ“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.