„გთხოვთ, გადამირჩინეთ შვილი” – გიული ალასანიას მიმართვა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავს:

„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს” – წერია მიმართვაში, რომელიც გიული ალასანიას სახელით მესამე პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.