„სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც მიხეილ სააკაშვილს დაემართა” – სამადაშვილმა კლინიკა აღელვებულმა დატოვა

„ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად მოინახულა „ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილი. სამადაშვილმა კლინიკა აღელვებულმა დატოვა.

მისი თქმით, სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც მესამე პრეზიდენტს დაემართა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს გაავრცელებს შესაბამის მიმართვას ევროპარლამენტარებისთვის, რადგან მათ ჰქონდეთ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

„ძალიან მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ მართლა  სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა ამ თვეების მანძილზე. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი, მე აუცილებლად ახლავე გავაკეთე განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი დებატებია და განხილვა საქართველოს თემებზე და მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად ის  ვითარება, რაც არის შექმნილი დღეს სააკაშვილის სიცოცხლის გარშემო.
ერთი შეკითხვა მაქვს – თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? მაშინ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, გააუქმონ ჩვენი მონაწილეობა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებში და აღადგინო სიკვდილით დასჯა” – განაცხადა სამადაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დღეს უფრო მეტად დამძიმებაზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმაც, შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მასთან საუბრისას რამდენჯერმე გაითიშა.