პოლიტპატიმარი პრეზიდენტის გადასარჩენად – ენმ-ს ფრაქცია ლანჩხუთის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს

ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან – ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი კახაბერ ასკურავა ავრცელებს.

მისი თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი, არ იქნება გადაყვანილი უცხოეთში სამკურნალოდ, საკრებულოში სხვა საკითხების განხილვა უბრალოდ შეუძლებელია:

„დღეს ჩატარებულ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე,ყველა წევრი ერთხმად შევთანხმდით,რომ ვიდრე ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი და ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი მ.სააკაშვილი,მისი მკურნალობის და სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით არ იქნება გადაყვანილი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ,გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში.ჩვენ,როცა მ.სააკაშვილი უმძიმესი დიაგნოზებით სიკვდილს ებრძვის კლინიკა “ვივამედში” და ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულება არის სრულიად ცინიკური,ამაზრზენი და მეტიც,დანაშაულებრივი,ვერ დავიწყებთ ბიუჯეტის განხილვებში და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას საკრებულოში,ვითომც არაფერი არ ხდება და ვითომც მოქმედი ხელისუფლება,მიზანმიმართულად,ნელი წამებით არ კლავდეს, ქვეყნის იმ პრეზიდენტს,რომელსაც უკავშირდება თანამედროვე საქართველოს ყველაზე წარმატებული პერიოდი!” – განაცხადა კახა ასკურავამ.