„ნაციონალური მოძრაობის” წევრები შიმშილობას იწყებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, დავით კირკიტაძემ გააკეთა:

„დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც.” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.