რეგიონი

რუსთავის საახალწლოდ მორთვა ბიუჯეტს 268 000 ლარზე მეტი დაუჯდა

რუსთავის საახალწლოდ მოსართავად ქალაქის ბიუჯეტიდან 268 813 ლარი დაიხარჯა.

მერიამ ძველი დაკორაციების გამოყენებას, ახლის შეძენა ამჯობინა და დიდი ოდენობით თანხა დახარჯა.

სხვადასხვა ქუჩასა და რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟებული საახალწლო განათებების შესაძენად ააიპ „რუსთავსერვის ცენტრს” სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რისთვისაც 195 013 ლარი დაიხარჯა.

საახალწლო ღონისძიებები კი ააიპ „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა” 73 800 ლარად შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში საახალწლო დეკორაციების მონტაჟში კვალიფიციური ელექტრიკოსების ნაცვლად, ჩართულები იყვნენ მერიის სხვადასხვა აიპისა და სამსახურის თანამშრომლები, რის გამოც ქალაქში არსებული განათებების მცირე ნაწილი ჩამოიშალა.

ავტორი: გურიკა შაუთიძე