[video] ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძლიერი ხანძარია, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძლიერი ხანძარია, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ცეცხლი სხვა სართულებზე გადადის, მოედო ბოლო სართულსაც, სადაც რესტორანი მდებარეობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნახეთ ვიდეო: https://fb.watch/hvgDEzzIDL/?mibextid=cr9u03