მამაკაცი, რომელსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

რუსთაველი, 60 წლის ვასიკო ბაკურაძე, რომელსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

ოჯახის თქმით, ვასიკო ბაკურაძის ცხედარი სამართალდამცავებმა თითქმის ერთ თვიანი ძიების შემდეგ მარის არხში იპოვეს.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.