დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას „კახეთის ხმა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.